„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილებოდა, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რეფორმების განხორციელება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაზრდა.

„შეხვედრა გვქონდა სენატორი შაჰინის ოფისის წევრებთან. სენატორი შაჰინი არის ძალიან აქტიური საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ კონკრეტულ საკითხზე: პირველი - იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ამერიკას აუცილებლად საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება, ეს არის საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია წარმოდგენილი, რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს - საქართველოს ახლა სჭირდება, როგორც თავდაცვის უნარიანობის ასევე ეკონომიკური კუთხით დახმარება. ჩვენ კვლავ დავაყენეთ საკითხი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მეტი მხარდაჭერა ისევე როგორც უკრაინას საქართველოსაც, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა მთავრობის აქტიურობაა საჭირო“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი