ირაკლი კობახიძე - ვერანაირი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი

ვერანაირი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფსიქიკური პრობლემებით მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობასაც ახერხებდა, დღეს კი მისი ამომრჩევლები მის გათავისუფლებას ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ.

ამასთან, კობახიძის თქმით, თუ გართულდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფსიქიკური პრობლემები, შეიძლება მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაც გახდეს საჭირო.

„სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რისკის ფასად ჩამოდიოდა საქართველოში. მას ამ ქვეყანაში აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი, მათ შორის კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს შეფარდებული სასჯელი და მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, რომ სიმულიანტობის ხარჯზე საპატიმროს თავი დააღწიოს. ბუნებრივია, ეს არის აპრიორი გამორიცხული. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი სიმულიანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი. ასე რომ არ იყოს, ყველა პატიმარი იმავეს გააკეთებდა. სიმულიანტობა არის ყველაზე ადვილი და ამის გაკეთება შეუძლია 10 ათასიდან ნებისმიერ პატიმარს. სიმულიანტობა და თვითდაზიანება ვერ გახდება ვერც გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი.

არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ შეიძლება ჰქონდეს ანორექსია. ანორექსია რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ანორექსია 90% ქალებს ახასიათებთ და 10% კაცებს, და ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი. სააკაშვილს ეს ფსიქიკური მიზეზი წესით არ უნდა ჰქონდეს. ვიზუალური დათვალიერებით რომ რაღაც დასკვნები გამოდის, ამას ვერ ექნება ჩვენი მხრიდან სერიოზული აღქმა. არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმებაც მარტივად შეიძლება. ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს დიდი ხანია ვიცით, თუმცა ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები მას პრეზიდენტად ორჯერ ირჩევდნენ, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით სააკაშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, დღეს მის გათავისუფლებას ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ, რასაც არ აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტი იყო დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და ბუნებრივია, პატიმრად დარჩება. არ ვიცი თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო. აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მგონი პატიმრობასაც მოახერხებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავასა და „ნაცმოძრაობის“ ასეთი განცხადებები ანგარიშგასაწევი არაა, რადგან მათ უნდათ სისხლისღვრა და ეს უნდათ ომის, სამოქალაქო დაპირისპირების სახით.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, გიგი უგულავას განცხადება იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში რაღაც მოუვა, თავად ჩაერთვება შურისძიებაში, მიანიშნებს იმაზე, რომ ის, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, გიგი უგულავას წამოსცდება ხოლმე.

„ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად ვერ მივიღებთ, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ასეთი სცენარები არ განვითარდეს და გპირდებით, რომ არც განვითარდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა