თაკო ჩარკვიანი - საზიზღრობაა, რომ ციხეში მყოფ ადამიანს თანამდებობის პირები დასცინიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის, რომ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ზრუნავს, მიუთითებს იმას, რომ ეს არის „კარგად დაგეგმილი მკვლელობა".

როგორც „ინტერპრესნიუსს" მან განუცხადა, თუ ხელისუფლებას არ სჯერა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოიწვიოს უცხოელი ექიმი ან საერთაშორისო კონსილიუმი.

„ძალიან მძიმე, უმძიმესი ვითარებაა. ვითხოვთ, რომ უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ, თუ სოზარ სუბარის და ირაკლი კობახიძის ტვინში სხვა რამ იხარშება, უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ, უცხო ადამიანები, რომლებიც თვალნათლივ დაინახავენ, რა მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ უკვე ეჭვი კი არ გვაქვს, ეს ასეა, კარგად დაგეგმილი უკვე მკვლელობა. ვამბობ, რომ არ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ამ კარგად დაგეგმილ მკვლელობაში და მისი თანამონაწილეები გავხდეთ. რომელ გაქცევაზეა საუბარი, მომაკვდავია ადამიანი. აქ საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე და ელემენტარულ მკურნალობაზე. როგორ, მათ არ შეუძლიათ უცხოეთის ტერიტორიაზე გააკონტროლონ?! მაგრამ არა, ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პუტინს ასიამოვნონ და ეს საზიზღრობაა. საზიზღრობაა კიდევ იმიტომ, რომ ციხეში მყოფ ადამიანს თანამდებობის პირები დასცინიან, რა სახელმწიფოს ვაშენებთ ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია, ჩვენი მომავალი თაობა ამ ყველაფერს უყურებს და ძალიან უხერხულია",-განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი შეფასებით, ის, რაც ახლა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, შეიძლება მხოლოდ პუტინის რუსეთში ვიხილოთ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს