ხათუნა სამნიძე - აშშ-ში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან პასიურია

ჩვენი პარტნიორებისთვის მოულოდნელია, რომ საქართველო ასეთი პასიურია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ აქტიურად ისაუბროს პარტნიორებთან ქვეყნის საჭიროებებზე და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ვართ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი და მეგობარია. მათი მოლოდინია, რომ როგორც ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში დღის წესრიგში ვაყენებთ საქართველოსთან დაკავშირებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, ამას ჩვენი ხელისუფლებაც გააკეთებს.

ეს შეხვედრები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის ძალიან პასიური, სამწუხაროდ. ჩვენი პარტნიორებისთვის მოულოდნელია, რომ საქართველო ასეთი პასიურია. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ ქვეყნის შიდა საკითხებზეც, სადაც გვჭირდება ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერა. ასევე ვისაუბრეთ 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები და რეფორმები აუცილებლად უნდა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ”. ხაზი გავუსვით, საკონსტიტუციო რეფორმებს, საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პასუხისმგებლობის განაწილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით აშშ არის საქმის კურსში და მათ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს დგამს “ქართული ოცნება”.

განხილვის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო უსაფრთხოების საკითხებიც, რაც ნომერ პირველი თემაა, რომელიც დღის წესრიგში უნდა იყოს. ვლაპარაკობთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე იმაზე, რომ უკრაინასთან ერთად წყვილში უნდა განიხილონ ჩვენი საკითხი. ჩვენ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საჭიროებების შესახებ. სამხედრო ბაზა, სამხედრო მომზადება და სხვა ტიპის ნაბიჯები, რომ დავიცვათ საქართველო მომავალში”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე - აშშ-ში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან პასიურია

ჩვენი პარტნიორებისთვის მოულოდნელია, რომ საქართველო ასეთი პასიურია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ აქტიურად ისაუბროს პარტნიორებთან ქვეყნის საჭიროებებზე და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ვართ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი და მეგობარია. მათი მოლოდინია, რომ როგორც ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში დღის წესრიგში ვაყენებთ საქართველოსთან დაკავშირებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, ამას ჩვენი ხელისუფლებაც გააკეთებს.

ეს შეხვედრები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის ძალიან პასიური, სამწუხაროდ. ჩვენი პარტნიორებისთვის მოულოდნელია, რომ საქართველო ასეთი პასიურია. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ ქვეყნის შიდა საკითხებზეც, სადაც გვჭირდება ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერა. ასევე ვისაუბრეთ 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები და რეფორმები აუცილებლად უნდა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ”. ხაზი გავუსვით, საკონსტიტუციო რეფორმებს, საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პასუხისმგებლობის განაწილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით აშშ არის საქმის კურსში და მათ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს დგამს “ქართული ოცნება”.

განხილვის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო უსაფრთხოების საკითხებიც, რაც ნომერ პირველი თემაა, რომელიც დღის წესრიგში უნდა იყოს. ვლაპარაკობთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე იმაზე, რომ უკრაინასთან ერთად წყვილში უნდა განიხილონ ჩვენი საკითხი. ჩვენ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საჭიროებების შესახებ. სამხედრო ბაზა, სამხედრო მომზადება და სხვა ტიპის ნაბიჯები, რომ დავიცვათ საქართველო მომავალში”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია