სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ცხოველთა სასაკლაოების შემოწმებისას 20 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაკლაოებში 302 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება - 158; გადამოწმება - 120; დოკუმენტური შემოწმება - 8; ზედამხედველობა - 16) განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოწმებისას სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 20 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 7-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და მიეცა რეკომენდაციები.

„ძირითადი შეუსაბამობა, რომელიც ობიექტებში აღინიშნა, ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. სასაკლაოები მაღალი რისკის ობიექტებს მიეკუთვნება, რის გამოც გეგმური შემოწმებების სიხშირე რისკის ანალიზის გათვალისწინებით განისაზღვრება; ამავდროულად, მიმდინარეობს არაგეგმური კონტროლიც. შესაბამისად, სასაკლაოების შემოწმება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქტიურად მოწმდება, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის: საწარმოს მოწყობა; ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხეების აღმოფხვრა; შენობის და ინვენტარის დასუფთავება და დეზინფიცირება; სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავება და შენახვა; ობიექტის წყლის და კანალიზაციის სისტემებით უზრუნველყოფა; ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ნარჩენების მართვა; ვენტილაცია; შენობის მდებარეობა და ა.შ.

სასაკლაოებში 2015 წლიდან სავალდებულოა დანერგილი იყოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით 126 სასაკლაო (29 - ფრინველის) ფუნქციონირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება