გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა - რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს

მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევას აგრძელებენ. შეტევა ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაპირველი განცხადებით, ისინი „აზოვსტალის“ ქარხნის დახურვას შეეცდებოდნენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.

„მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება „აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია