ლუგანსკის გუბერნატორი - რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნაიას ლუგანსკის ოლქში, არამედ ოლქის რუკიდან შლიან

რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნაიას ლუგანსკის ოლქში, არამედ მას ოლქის რუკიდან შლიან, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ აცხადებს, სადაც CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება.

„პოპასნაია განადგურებულია. სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ოკუპანტები უმოწყალოდ წვავენ ქალაქს. ვიდეო, სავარაუდოდ, "რაშისტმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო, რომლის მიზანი უკრაინელ დამცველებზე ნადირობა იყო. ვიდეოში ჩანს, რომ პოპასნაიას ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ეს არის რუსული არტილერიისა და სარაკეტო დარტყმის შედეგები. ორკების მიზანი სრული განადგურებაა“, - წერს გაიდაი.

ვიდეოს ანალიზისას CNN-ის ჟურნალისტები, სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთმა არ იცის, როგორ იბრძოლოს და საბრძოლო მოქმედებებში იგი იცავს ყველაფრის სრულად განადგურების ტაქტიკას. ვიდეოს გადაღების კონკრეტული თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ბოლო დღეებში პოპასნაიაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან რუსული ძალების თავდასხმებს უკრაინის თავდაცვა წინააღმდეგობას უწევს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს