14.07.2025 / 09:02
კახა კალაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნება დაცული

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თვითდაზიანების რეჟიმში“ იმყოფება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს სიცრუეა.

„ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია. ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება, მას სასჯელის მოხდა მოუწევს, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ დანარჩენს. შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა