Amnesty International - არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა

Amnesty International-ის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, როდესაც მათ თებერვალსა და მარტში უკრაინის დედაქალაქთან ტერიტორია დაიკავეს.

უფლებადამცველი ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სამოქალაქო პირებს „აწამებდნენ და ესროდნენ“ კიევზე წარუმატებელი თავდასხმის დროს, უკრაინაში შეჭრის ადრეულ ეტაპზე.

დოკუმენტის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში ჩაიდინეს „აშკარა ომის დანაშაულები", მათ შორის „ბევრი უკანონო მკვლელობა".

ორგანიზაციის მტკიცებით, რუსული ავიაციის მიერ 1-2 მარტს ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული დარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იყო "არაპროპორციული და განურჩეველი და აშკარა ომის დანაშაული".

შეგახსენებთ, რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეჭრას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს, ამტკიცებს, რომ მისი მიზანი „უკრაინის განიარაღება და დენაციფიკაციაა“.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს