მიხეილ სარჯველაძე - არავითარი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის

არავითარი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის არც ისეთი მიზეზი არსებობს, რომელიც კონსტიტუციით არის გაწერილი და არც რაიმე სხვა მიზეზი, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების სიმულაციური საფუძველი შეიქმნას.

„მიზეზი რა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნების, ჩვენი კონსტიტუციით ხომ არის ეს განსაზღვრული? რომელ მიზეზზეა საუბარი? ნახეთ, კონსტიტუციაში, როგორ არის განსაზღვრული, რა შეიძლება იყოს მიზეზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების, საკმარისიც და სავალდებულო საფუძველიც. იქ რომელიმე საფუძველზე როცა ვსაუბრობთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ ამ საფუძვლის სიმულაციაზე, რაღაც მოტივებიდან გამომდინარე. თუ ეს არის მოთხოვნა, ასეც უნდა დააფორმულიროთ. შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი, მათ შორის ისეთი, რომელიც კონსტიტუციაში წერია და არც სხვა მიზეზი ობიექტურად არ არსებობს არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის და არც რაიმე სიმულაციური საფუძვლების შექმნისთვის ვადამდელი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს. მისი თქმით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, რადგან „ოცნებას“ ქვეყანა რადიკალიზაციისკენ მიჰყავს და დასავლეთში „ტყუილების იმიჯი შეიქმნა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა