„აზოვის“ პოლკი - რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალთან“ საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 მებრძოლი, 6 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „აზოვის“ პოლკი იუწყება.

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის დროს რუსებმა ავტომობილს, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მათი ევაკუაციის მიზნით მიემართებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. მათ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღი გამოიყენეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მებრძოლი. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უსაფრთხოების გარანტიებს,“- აცხადებენ „აზოვის“ პოლკში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა