ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს 9 მაისს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, „ძლიერი ნაბიჯის“ გადადგმისკენ მოუწოდა და სთხოვა კიევს ორშაბათს, 9 მაისს ეწვიოს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

„ის მოწვეულია, მოწვევა ღიაა, ეს უკვე დიდი ხანია ასეა. მას შეუძლია გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ჩამოვიდეს აქ, კიევში 9 მაისს. მე არ ვხსნი მნიშვნელობას, ვფიქრობ, თქვენ საკმარისად კულტურული ხართ, რომ გაიგოთ რატომ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი, განსაკუთრებით მარიუპოლში განხორციელებული ქმედებების გამო, სადაც ოფიციალური კიევის განცხადებით, ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეები ჯერ კიდევ იმალებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო