ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში არ ფიქრობენ, რომ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლები იქნებიან, რადგან მათ ბირთვული სახელმწიფოს ძალა აქვთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკის ინსტიტუტის Chatham House-ის მიერ გამართულ ვირტუალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს სჯერა, რომ მათი პასუხისმგებლობა ათწლეულობით გადავადდება.

„ისინი არ ფიქრობენ, რომ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლები იქნებიან, რადგან მათ ბირთვული სახელმწიფოს ძალა აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ჰელსინკის კომისიის მოსმენებზე ჩვენება მისცა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 70 დღის განმავლობაში უკრაინაში 9800-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო