„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე აქცია-მსვლელობას აწყობენ და აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავენ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად გამართავენ.
„მივემართებით აჭარის მთავრობის სახლთან, თავისუფლების კვარტალში. აქ იმისთვის მივდივართ, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ არ დავიშლებით, აჭარის მთავრობის სახლთან იქნება ყოველდღიური აქციები“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"