გიგი უგულავა - შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში

შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში, 90-იან წლებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც ბათუმში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

უგულავას თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აქციებია.

„უნდა გვესმოდეს, რომ უფსკრულის წინაშე ვართ, რადგან გვესმის ექიმების საუბარი. რაც არ უნდა იძახონ, ომბუდსმენი არის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, აქეთ ვინ გველაპარაკება - კობახიძე, მდინარაძე, აქეთ ერთი ექიმიც არ არის, რომელიც დაგვამშვიდებს, გვეტყვის, რომ არაფერია. გამოდის კალაძე და იძახის, რომ უნიჭო სპექტაკლია. ექიმია, რამე სამედიცინო კვალიფიკაცია აქვს ცხოვრებაში, თუ - რა. ჩვენ ვიძახით ერთ რაღაცას, კი ბატონო, ეს ექიმები არ გინდათ? სხვა ექიმები ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან, გაასინჯეთ, რატი ბრეგაძე ხომ არ არის ექიმი? როგორ შეიძლება იძახო ადამიანის თვითდაზიანებაზე, ანორექსია ეს არის - გინდა, მაგრამ ვერ ჭამ და იმას, რასაც ჭამ, აბრუნებ, რადგან ორგანიზმი არ იღებს. ეს არის უსაშინლესი დაავადება, ამ დაავადებას თუ შეყევი, 20%-ია ლეტალობა.

სამოქმედო გეგმა არის აქციები, წნეხი შიგნით და წნეხით გარეთ, გარეთ ხედავთ, რომ ეს წნეხი იზრდება და პროპორციულად გაიზრდება შიგნიდანაც. შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და უნდა მოვაქციოთ ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში, 90-იან წლებში“, - განაცხადა უგულავამ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს