ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 500 000-ზე მეტი უკრაინელი აიძულა,  რუსეთში წასულიყვნენ

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან, 500 000-ზე მეტი უკრაინელი რუსეთში გადაასახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, ისლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მათ აიძულეს, რომ იქ წასულიყვნენ. მათ საბუთები და საკომუნიკაციო საშუალებები ჩამორთმეული აქვთ, აგზავნიან უცხო ქვეყნის რეგიონებში, რათა იქ მათი ასიმილაცია მოახდინონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა ისლანდიის მთლიან მოსახლეობასაც კი აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო