ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლის პროვოცირებაც რუსეთმა ამ ომით შეძლო.

24 თებერვლიდან არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც ჩვენ არ გველაპარაკა უსაფრთხო გასასვლელზე და "მწვანე დერეფანზე" მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა ცდილობს ომში რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს გამარჯვებას, ტერიტორიული მთლიანობისა და განადგურებული ქონების აღდგენას, კერძოდ, რუსეთისგან ჩამორთმეული თანხებით.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს გლობალური შედეგები ექნება ბევრ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, ასობით მილიონი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებაზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. ზელენსკის თქმით, რეგიონში ძირითადი საკვები პროდუქტების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვები შეფერხებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ლიდერები იწყებენ ამ ომის გლობალური შედეგების გაცნობიერებას, თუმცა პირველ დღეებში მათ ჰქონდათ პესიმისტური მოლოდინები უკრაინის შესაძლებლობის შესახებ, მოეგერიებინა რუსული აგრესია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს