9 მაისს ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის" შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9 მაისს უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელს მოაწერს. ამის შესახებ თეთრი

სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის" შესახებ უკრაინაში დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ფსაკიმ.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც, ასევე, ვიდეოკავშირის მეშვეობით შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო