ვოლოდიმირ ზელენსკი - არ უნდა იყოთ ცოტათი ბოროტი და ცოტათი კეთილი - მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენათი კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან, ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს - ეს არის თვალთმაქცობა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი ქვეყნები რუსეთისთვის ენერგეტიკის საფასურის გადახდას გააგრძელებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ ნაბიჯში, მათ შორის სანქციების პოლიტიკაში, გამჭვირვალობა და პატიოსნებაა.

„არ უნდა იყოთ ცოტათი ბოროტი და ცოტათი კეთილი. მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენა ხელით კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან, ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს. ეს არის თვალთმაქცობა”, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან განაცხადა, რომ რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს შოულობს.

„თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ამაშია ევროკავშირის ერთიანობის აზრი, ამაშია სიტყვათა შეთანხმების „ევროპის კავშირის“ აზრი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო და თუკი იღებენ გადაწყვეტილებას SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, მაშინ ის რუსეთის მთელ საბანკო სისტემას უნდა მოიცავდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს სანქციების პოლიტიკისთვის. ამასთან, მისი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პრევენციულად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლოს ევროკავშირი მივა გადაწყვეტილებამდე, მოახდინოს სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე.

„თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, მოგვიანებით გაიგებთ, როდესაც თქვენს საზღვრებთან რუსული ჯარები იდგება, როდესაც გაფრინდება პირველი რაკეტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ გაიგებთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ არცერთი ,,ჩრდილოეთის ნაკადი“ არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა