დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, როდესაც მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე იქნებიან, ამის შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ ციფრებზე

უკრაინის ოფიციალური პირის თქმით, მათ არ შეუძლიათ, მარიუპოლში გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მიერ ორგანიზებულ ევაკუაციაზე კომენტარი გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე იქნებიან, მხოლოდ შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ ციფრებზე.

„ევაკუაციის პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება ან რაიმე შედეგზე საუბარი, რადგან ის ჯერ არ დასრულებულა. როცა ადამიანები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან, როცა მათ პირველად დახმარებას გაუწევენ და ისინი უსაფრთხოდ იქნებიან, მაშინ ვისაუბრებთ ციფრებზე, ამიტომ პროცესის მეორე ეტაპზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია", - განაცხადა კირილენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა