ბორის ჯონსონის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტთან უკრაინის დახმარებისა და რუსეთის იზოლირების შესახებ ისაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონითისაუბრეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ,,ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

ჯონსონის თქმით, ლიდერებმა უკრაინის დახმარებასა და რუსეთის იზოლირების შესახებ ისაუბრეს.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რათა არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საერთო საკითხების გადასაჭრელად ერთად იმუშავებენ, მათ შორის ცხოვრების ღირებულების, ავტოკრატიული სახელმწიფოების საფრთხეებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. პუტინის მომაკვდინებელი სისულელეების დაგმობაში ჩვენ ერთიანი ვართ. ჩვენი ქვეყნები უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რუსეთის იზოლაციას მჭიდრო კოორდინაციას გაუწევენ”, - წერს ჯონსონი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს