ენტონი ბლინკენი - უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებისაა

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის განკუთვნილი აშშ-ის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის უკრიანისთვის გამოყოფის ნებართვა გავეცი, რათა გაძლიერდეს მისი თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დახმარების უახლესი ტრანში მოიცავს 25 000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, ასევე არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს, სხვადასხვა აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.

ბლინკენმა განმარტა, რომ აშშ-ის უახლესი 150 მილიონიანი პაკეტით ვაშინგტონის სამხედრო დახმარებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან, საერთო ჯამში, დაახლოებით 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა