გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში ომის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა

გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა თავისი პირველი განცხადება უკრაინაში ომის შესახებ, მაგრამ არ გამოიყენა სიტყვები „ომი“, „კონფლიქტი“ ან „შეჭრა“.

ამის ნაცვლად, განცხადება "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ" და "მტკიცე მხარდაჭერას" უცხადებს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს "დავის" მშვიდობიანი გადაწყვეტის მცდელობაში.

„უშიშროების საბჭო შეგახსენებთ, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ, გაეროს წესდების თანახმად, აიღო ვალდებულება, მოაგვაროს თავისი საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. უშიშროების საბჭო გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას გენერალური მდივნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების დამტკიცებას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭომ პირველად საბჭომ ერთხმად ისაუბრა უკრაინაში მშვიდობისთვის.

„მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა გააჩუმოს იარაღი და დაიცვას გაეროს ღირებულებები,“- წერს გუტერეში „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რუსეთმა, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, უშიშროების საბჭოს მიერ განცხადების მიღების ყველა წინა მცდელობა შეაჩერა. საბჭოს რეზოლუციის მისაღებად საჭიროა ცხრა წევრის მხარდაჭერა და ასევე ის, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება არ გამოიყენონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა