ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანადგურებენ ჩვენს ხიდებს, ვფიქრობ, ურთიერთობის ყველა ხიდი ჯერ დანგრეული არ არის

რუსეთთან ურთიერთობის ხიდები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დანგრეული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Chatham House-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს კვლავ აქვს რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

„დიალოგი საჭიროა დიპლომატიური არხებით, რათა უკრაინაში მკველობები შეჩერდეს. ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ნორმალურად დავიწყოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანადგურებენ ჩვენს ხიდებს, ვფიქრობ, ურთიერთობის ყველა ხიდი ჯერ დანგრეული არ არის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს