ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევა გააფართოვეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააფართოვეს კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

„უკრაინულმა კონტრშეტევამ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მიაღწია გარკვეულ წინასვლას ბოლო 24 საათის განმავლობაში და წარმატებით განდევნა რუსული ძალები. უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რამაც შეამცირა რუსების შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას რეგიონულ ცენტრს“, - ნათქვამის განცხადებაში.

ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აშკარად იბრუნებენ ტერიტორიებს ხარკოვის ირგვლივ ფართო რკალის გასწვრივ, რაც მიუთითებს უფრო ფართო შეტევითი ოპერაციების დაწყების შესაძლებლობაზე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს