იენს სტოლტენბერგი რუსეთს აფრთხილებს, უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, რადგან „ატომური ომის წარმოება დაუშვებელია“

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი გზავნილი ცალსახაა: ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს მდგომარეობას, როდესაც ყველა მხარე მხოლოდ დამარცხებული იქნება. ატომური ომის წარმოება დაუშვებელია, მათ შორის რუსეთისთვის“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არ აქვს არანაირი მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ატომური არსენალი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ მზადყოფნის მაღალ დონეზე იყო მიყვანილი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარის მიუხედავად.

სტოლტენბერგის თქმით, უახლოეს მომავალში უკრიანაში ომი უფრო მწვავე ფაზაში გადავა, რისთვისაც უკრაინას ახალი შეიარაღება დასჭირდება.

”გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, ის უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე”, - თქვა მან.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა