„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი - იცით სურათები მარიუპოლიდან: ასეთი აპოკალიფსური სცენარები შეიძლება სხვა ქალაქებსაც დაემუქროს  - ვერ ვხედავ საფუძველს ვიმედოვნებდე, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდება

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას შეძლებენ.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ოპერაციების დირექტორმა დომინიკ სტილჰარტმა შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებული“ იყო, რომ კვირების განმავლობაში შრომატევადი მუშაობა დასჭირდა რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას და ქალაქიდან ევაკუაციის ლოგისტიკური დეტალების ორგანიზებას.

„იცით სურათები მარიუპოლიდან: ასეთი აპოკალიფსური სცენარები შეიძლება დაემუქროს სხვა ქალაქებსაც, როგორიცაა ზაპოროჟიე, კრამატორსკი ან ოდესა. კონფლიქტის მხარეებთან საუბრისას ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამ ტიპის ომთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ საფუძველს ვიმედოვნებდე, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდება“, - აღნიშნა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ოპერაციების დირექტორმა.

შეგახსენებთ, „წითელი ჯვარი“ და გაერო „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად მუშაობენ. ტერიტორიაზე უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. უკრაინამ განაცხადა, რომ პარასკევს 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა