ვიტალი კლიჩკო კიევიდან წასულ მოსახლეობას - 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მცხოვრებლებს, რომლებიც რუსეთთან ომის გამო იძულებულები გახდნენ ქალაქი მიეტოვებინათ, კიევში დაბრუნება 8-9 მაისის შემდეგ შეუძლიათ. ამის შესახებ მან "Радио НВ"-ს ეთერში განაცხადა.

„რეკომენდაციას ვუწევ კიეველებს ჯერ არ იჩქარონ უკან დაბრუნება, საფრთხის გათვალისწინებით. აგრესორის მიზანი იყო და რჩება დედაქალაქი. ნაღმების დიდი რაოდენობა გარეუბნებში, ტყიან ადგილებშია. სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი საფრთხისშემცველია. უსაფრთხოების გარანტირება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება“,- განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, 8-9 მაისს ქალაქში „კომენდანტის საათი“ ისევ 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. დედაქალაქის მერის შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით კიევში 2,2 მილიონი ადამიანი იმყოფება, 24 თებერვლამდე კი მოსახლეობის რაოდენობა 3,5 მილიონს შეადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო