უკრაინის ელჩი - შოკირებულები ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8-9 მაისს უკრაინის დროშა აკრძალა - ეს უკრაინელი ხალხისთვის სახეში სილის გაწვნაა

შოკირებულები ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ აკრძალა უკრაინის დროშა 8 და 9 მაისს, - ასე გამოეხმაურა გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრი მელნიკი ბერლინის პოლიციის გადაწყვეტილებას, რომ ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით მემორიალურ ადგილებში რუსულ დროშებთან ერთად უკრაინული დროშების გამოფენაც აეკრძალა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იგივეა, რაც აგრესორისა და ომის მსხვერპლის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება.

„შოკირებულები ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ აკრძალა უკრაინის დროშა 8 და 9 მაისს. ეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის სახეში სილის გაწვნაა“,- განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის პოლიციამ 8-9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავთან დაკავშირებით, რუსული და უკრაინული დროშების გამოყენება აკრძალა. ბერლინის პოლიციის გადაწყვეტილებით, კვირასა და ორშაბათს დაგეგმილი ცერემონიისას თვითგამოცხადებული დონეცისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე რუსეთის ომის სიმბოლიკის V-სა და Z-ის გამოყენება ასევე უკანონო იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა