ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი - ბელოგოროვკაში სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში,  სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვის შემდეგ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ნანგრევების ქვეშ 60 ადამიანია ჩარჩენილი, რომლებზეც შიშობენ, რომ დაღუპულები არიან. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა შაბათს შუადღისას იერიში მიიტანა სკოლაზე, რომელსაც დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს.

რუსულმა დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა. ოცდაათი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

„ცეცხლი თითქმის ოთხი საათის შემდეგ ჩააქრეს, შემდეგ ნანგრევები გაიწმინდა და, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამოცი ადამიანი სავარაუდოდ შენობების ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, - დაწერა გაიდაიმ „ტელეგრამის” საკუთარ არხზე.

გარდა ამისა, გაიდაიმ დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სოფელ შიპილოვოში რუსული დაბომბვის შედეგად სახლი დაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი შენობის ნანგრევებში მოყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა