უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, ხარკოვთან კი უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს ქალაქ იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, მაგრამ თავდაცვით პოზიციას იკავებენ ხარკოვთან, რადგან იქ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა სოფელ შანდროგოლოვეს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნები დაიკავეს.

გენერალური შტაბის თქმით, რუსების მიერ არტილერიის უკრაინული მხარის წინააღმდეგ გამოყენების გამო, სხვა ფრონტის ხაზებთან მცირე ცვლილებებია.

გარდა ამისა, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ უკრაინელი სამხედროების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

რუსი ჯარისკაცები უკრაინული ძალების მიერ ახლახანს აღებულ სოფლებს პრუდიანკასა და სლატინს ბომბავდნენ და თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ცდილობდნენ.

შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ისინი აღნიშნავენ, რომ "შეიარაღებული ფორმირებები" მოლდოვის დნესტრისპირეთის პრორუსულ რეგიონში, ისევე როგორც იქ განლაგებული რუსული ჯარები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

გენერალურმა შტაბმა ზმეინის კუნძულზე მომხდარი შეტაკებები დაადასტურა, რა დროსაც შაბათს, 7 მაისს, ერთი რუსული Mi-28H ტიპის ვერტმფრენი და ასევე არაერთი დრონი განადგურდა საზენიტო რაკეტებით.

უკრაინის სამხედრო ოპერაციულმა სარდლობამ მოგვიანებით გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ზმეინის კუნძულზე რუსული ვერტმფრენის განადგურება.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა