ვლადიმერ პუტინი - დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები - ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს, დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება. პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინი ამ მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას.

მისალოც ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა“.

პუტინი ცალკე მიმართავს მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებს, „საერთო გამარჯვებისთვის“ გაღებული მსხვერპლის დავიწყება არ შეიძლება.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, - წერს პუტინი მილოცვის ტექსტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა