ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სურს მოკავშირეებისგან არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და იარაღი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინას სურს მოკავშირეებისგან არა მხოლოდ საბჭოთა იარაღის ნიმუშები, არამედ თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, იარაღი და ტექნოლოგია მიიღოს.

,,იარაღი უნდა იყოს მძლავრი და თანამედროვე, არა მხოლოდ საბჭოთა, თუმცა ყველაფრისთვის მადლობელი ვართ. გვჭირდება ტექნოლოგია, გვჭირდება ცოდნა, გვსურს ეს გამოცდილება მივიღოთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში წარმატება აჩვენა და მზად არის, გამოცდილების გაზიარებისთვის. იგი ამავე დროს, სხვა სფეროებში ევროპულ თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომით არის დაინტერესებული.

,,ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ისეთივე ხელმისაწვდომობა, როგორიც ყველა ევროპულ ან ნატო-ს წევრ ქვეყანას აქვს. ჯერ არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, მათ მივიღებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო