ლუდმილა დენისოვა - მარიუპოლში მსხვერპლის რაოდენობამ, შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მარიუპოლში მსხვერპლთა რაოდენობამ, შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ დენისოვამ „ტელეგრამში“ განაცხადა.

„თითო დანგრეული სახლის ქვეშ ათობით მშვიდობიანი მოსახლის ცხედარია ნაპოვნი. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მარიუპოლში ადამიანური ზარალის ოფიციალური მონაცემები 20 000-ზე მეტი იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა დენისოვამ.

დენისოვას თქმით, რუსეთის ქმედებები მარიუპოლში არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მან მოუწოდა გაეროს, გაითვალისწინონ გენოციდის აღნიშნული ფაქტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა