ჯასტინ ტრუდო ირპინში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევის რეგიონში ირპინს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, ტრუდოს ადგილზე ირპინის მერი, ალექსანდრ მარკუშინი დახვდა.

,,მე მქონდა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის პატივი. ის ჩამოვიდა ირპინში, რათა საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა ურწმუნოებმა ჩვენს ქალაქში გააკეთეს. რა თქმა უნდა, ის შოკირებულია. მან დაინახა დამწვარი და მთლიანად დანგრეული არა სამხედრო ობიექტები, არამედ ირპინში მცხოვრები ხალხის სახლები, რომლებიც ბოლო დრომდე ცხოვრებით ტკბებოდნენ და მომავლისთვის საკუთარი გეგმები ჰქონდათ”, - განაცხადა მარკუშინმა.

CNN-ის ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა