უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი ომის დაწყების შემდეგ, დღეს კიევში, საელჩოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა.
აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს დააბრუნებდა.