"დიდი შვიდეული" განცხადებას ავრცელებს

,,დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა, განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

,,77 წლის შემდეგ, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა უკრაინაში შეჭრა აირჩიეს. 2014 წლიდან, უკრაინაში შეჭრითა და ქმედებებით, რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია, განსაკუთრებით გაერო-ს წესდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, რათა თაობები ომის უბედურებისგან დაეცვა. დღეს ჩვენ გვქონდა პატივი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემოგვიერთდა. ჩვენ იგი ჩვენს სრულ სოლიდარობასა და უკრაინის გაბედული ბრძოლის მხარდაჭერაში დავარწმუნეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან სრულად გაყვანაა.

,,პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის უკრაინის მთელი ტერიტორიიდან გაყვანა უზრუნველყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის დასახმარებლად მათ მზაობაში დაარწმუნეს. მათი თქმით, დახმარება სამხედრო და თავდაცვითი, კიბერ ინციდენტებისგან თავდაცვითი, ინფორმაციული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ა.შ. სახით იქნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნები უახლოეს კვირებში გააგრძელებენ.

ამასთან, ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმეს.

,,ჩვენ ვიმეორებთ, რომ ვგმობთ, რუსეთის არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ და უკანონო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და განურჩეველ თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რამაც ევროპის გულში საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჩვენ, ადამიანების სიცოცხლის ფართომასშტაბიანი დაკარგვით, ადამიანის უფლებებზე თავდასხმითა და ნგრევით, რომელიც რუსეთის ქმედებებმა უკრაინას მიაყენა, შეძრწუნებულები ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.

,,დიდი შვიდეულის" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ომის დანაშაულების გამოძიებასა და მტკიცებულებების შეგროვების ყველა მცდელობას მიესალმებიან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას აგრძელებენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ