ანტონიო გუტერეში ლუგანსკში სკოლის დაბომბვაზე - ეს თავდასხმა კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ამ ომში ყველაზე მაღალ ფასს სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის

ეს ომი უნდა დასრულდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ის რუსული ძალების მიერ ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას სკოლის შენობის დაბომბვას ეხმიანება.

„ეს თავდასხმა კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ამ ომში, ისევე როგორც ბევრ სხვა კონფლიქტში, ყველაზე მაღალ ფასს სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ეს ომი უნდა დასრულდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“- ნათქვამია განცხადებაში.

7 მაისს, უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში რუსმა სამხედროებმა სკოლა დაბომბეს, რომლის სარდაფს 90-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 60-მდე ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:ანტონიო გუტერეში ლუგანსკში სკოლის დაბომბვაზე - ეს თავდასხმა კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ამ ომში ყველაზე მაღალ ფასს სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა