ალექსი არესტოვიჩი - ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში „კიდევ ოთხი ბუჩი“ მიმდინარეობს: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით.

„ჯერჯერობით, თემა უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი - ხერსონის მიმართულებით. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა "ძმობაზე" შეიძლება ვისაუბროთ?“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ქალაქ ბუჩას რუსული ძალებისგან განთავისუფლების შედეგ, ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა ცხედრებს ძალადობრივი სიკვდილის კვალი აჩნდათ. გარდა ამისა, ბუჩას ქუჩებში სიკვდილით დასჯილი მოქალაქეების გვამები ესვენა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები, კვალოს დაფარვის მიზნით, დაღუპულთა ნაწილის დაწვას შეეცადნენ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი