ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.
„მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლებით ისარგებლოს", - განუცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt-ს.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი წარსულში ყოველთვის იყენებდა ამ დღეს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად. ამიტომაც ელის, რომ კვლავ გაიგონებს „ტყუილებს ნატოსა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“.