გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ორდღიანი ვიზიტით დღეს მოლდოვაში გაემგზავრება.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გუტერეში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიტას შეხვდება.
ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი სამშაბათს ლტოლვილთა ბანაკში მივა და უკრაინელ ლტოლვილებთან გამართავს შეხვედრას.
შეგახსენებთ, მოლდოვამ უკრაინიდან 450 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო, მაგრამ მათი უმეტესობა გააგრძელა რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა.
ამასთან, არსებობს მზარდი შიში, რომ უკრაინის ომი შეიძლება მოლდოვაშიც გავრცელდეს. რუსეთს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. რეგიონში ბოლო პერიოდში რამდენიმე აფეთქება მოხდა.