უკრაინის გენშტაბი - მტერი ემზადება შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად სევერსკის, სლავიანსკის, ლისიჩანსკისა და ავდეევკას მიმართულებებით

რუსი ოკუპანტების უდიდესი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით, ამავდროულად, დიდია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების ალბათობა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით ძირითადი ძალისხმევა მიმართა რუბეჟნოეს და პოპასნაიას დასახლებებზე კონტროლის მოპოვების მცდელობაზე და სევერსკის, სლავიანსკის, ლისიჩანსკისა და ავდეევკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად მომზადებაზე, გაზარდა თავისი საცეცხლე საშუალება და ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ჯარების თავდაცვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ძალები აქტიურად ემზადებოდნენ საზეიმო აღლუმებისთვის.

„ზაპორიჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას უმიზეზოდ ართმევდნენ საბუთებს, რომლებსაც იმ შემთხვევაში დაუბრუნებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში. დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მტერი აქტიურად ემზადებოდა საზეიმო აღლუმებისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რუსი ოკუპანტების ათი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის 6 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10, ერთი Forpost-ის ტიპის დრონი და სამი ფრთოსანი რაკეტა.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს 20 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური ჯავშანმანქანა და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა