ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთს ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოეწურა

უკრაინაში შეჭრის დაწყებისას, რუსეთი საჯაროდ ავრცელებდა, რომ ჰქონდა უნარი, განეხორციელებინა წერტილოვანი დარტყმები და შეეზღუდა თანმხლები ზიანი და აცხადებდა, რომ უკრაინის ქალაქები დაცული იქნებოდნენ დაბომბვისგან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„თუმცა, რადგან კონფლიქტი გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე რუსეთი ომამდე ელოდა, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოიწურა. ამან რუსეთი აიძულა, ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალა გამოეყენებინა, რომელიც ნაკლებად უტყუარი, ზუსტი და ადვილად მოსაგერიებელია. რუსეთი, სავარაუდოდ, იბრძოლებს იმ ზუსტი დამიზნების იარაღის ჩასანაცვლებლად, რომელიც უკვე გამოიყენა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი მტკიცებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოავლინა ნაკლოვანებები მის უნარში, ზუსტი დარტყმები განახორციელოს. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე ინტენსიურ და განურჩეველ დაბომბვას ახორციელებს და „მცირედით, ან საერთოდ არ ითვალისწინებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა