კარლ ჰარცელი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარზე - ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი

ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი მაგრამ ჩემი პროგნოზი არის, რომ დასკვნას მომავალ თვეში ვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას რა პროგნოზის გაკეთება არის შესაძლებელი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვართან დაკავშირებულ პროცესზე.

„ველოდებით მთავრობის პასუხებს კითხვარის მეორე ნაწილზე. ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ დასრულდება ეს და ამიტომ ეს კითხვა მთავრობის წარმომადგენელს უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ამ ორი ნაწილზე პასუხების წარდგენის შემდეგ, ევროპულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს დასკვნა, რომელიც წარდგენილი იქნება წევრ სახელმწიფოებთან ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი მაგრამ ჩემი პროგნოზი არის, რომ ჩვენ დასკვნას მომავალ თვეში ვიხილავთ და ასევე სულ მცირე პირველ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რაზედაც თუ ნებას მომცემთ, ახლა სპეკულირება არ გვინდა,”- აღნიშნა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარზე - ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია