BBC - შარლ მიშელს ოდესაში საჰაერო იერიშის გამო თავშესაფარში გადასვლა მოუხდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უკრაინის ქალაქ ოდესაში ვიზიტისას საჰაერო იერიშის გამო თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრისას მხარეებს მოლაპარაკების შეწყვეტა და თავშესაფარში გადასვლა მოუხდათ.

როგორც ცნობილია შარლ მიშელი ქალაქ ოდესაში ევროპის დღის აღსანიშნავად და იმის სანახავად ჩავიდა თუ რა გავლენა მოახდინა რუსეთის აგრესიამ მომარაგების გლობალურ ჯაჭვზე.

მას უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურმა მიაწოდა ინფორმაცია ზღვიდან გასროლილი რუსული რაკეტების მიერ მიყენებული ზიანის შესახებ და შარლ მიშელმა ასევე საკუთარი თვალით ნახა განადგურებული საცხოვრებელი სახლები და ომის გავლენა სამოქალაქო პირებზე.

როგორც ცნობილია, პრემირ შმიგალთან გამართული დისკუსია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეო ლინკით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, როგორ შეუძლია ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო გამოწვევებთან გამკლავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო