ვოლოდიმირ ზელენსკი - სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით ხორბლის ექსპორტისთვის

სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით ხორბლის ექსპორტისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თამამ პოზიციას და მის ვიზიტს ოდესაში.

„მნიშვნელოვანია მსოფლიოში სასურსათო კრიზისის პრევენცია, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით. სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით ხორბლის ექსპორტისთვის. ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თამამ პოზიციას და მის ყოფნას ოდესაში. მადლობელი ვარ ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა