ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინელებს - ევროპის მომავალი, თქვენი მომავალიც არის - დიდება უკრაინას, დღეგრძელი იყოს ევროპა

ევროპა ოცნებაა, ოცნება, რომელიც ყოველთვის იყო - ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან აღმოცენდა,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა საერთო ევროპული მომავლის ნაწილია და ევროპის ისტორიის ახალ გვერდს ახლა სწორედ ის წერს.

„დღეს ოცნება მკვეთრად კაშკაშებს, არა მხოლოდ აქ ისტორიულ ადგილას, არამედ ადამიანების გულებსა და გონებაში კიევში, ხარკოვში, ოდესასა და პოლტავაში, მარიუპოლსა და მიკოლაევში. ის კაშკაშებს იმ ოჯახებისა და ახალგაზრდების სიმხნევისთვის, რომლებიც ბუნკერებს აფარებენ თავს მეტროსადგურებსა და სარდაფებში, ვინც გლოვობს, უაზრო, უგულო სიმხეცეს ჩადენილს ბუჩასა და ირპენში და ზოგადად უკრაინის ყველა სოფელსა და ქალაქში, რომელსაც ომისგან ზიანი მიადგა. და ის კაშკაშებს ყველა იმ ახალგაზრდა უკრაინელის თვალებში, ვინც თავშესაფარი ევროპაში იპოვა - სახლი სახლიდან მოშორებით.

ამ ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს სურთ იბრძოლონ და დაიხოცონ მათი მომავლისთვის და ევროპული ოცნებისთვის. ოცნებისთვის, რომელიც ყოველთვის იყო და ოცნება, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს.

მსურს ჩემი გამოსვლა შემდეგი გზავნილით დავასრულო ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და ოჯახისთვის. ევროპის მომავალი, ასევე, თქვენი მომავალიც არის. 72 წლის წინ ომი ევროპაში რაღაც სხვით ჩანაცვლდა, რაღაც ახლით. პირველად საზოგადოებით, შემდეგ კი კავშირით. ეს იყო დღე, როდესაც მომავალი დაიწყო. ეს არის მომავალი, რომლის წერაც მას შემდეგ დავიწყეთ, როგორც ევროპის არქიტექტორებმა და მშენებლებმა. და შემდეგი გვერდი ახლა თქვენ მიერ იწერება, ჩვენ მიერ, ყველა ჩვენგანის მიერ ერთად.

დიდება უკრაინას. დღეგრძელი იყოს ევროპა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო