ალექსანდრე ლუკაშენკო - მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში - გონს მოდით

არ არის დრო გაიგოთ ერთმანეთის და გაჩერდეთ? არცერთ თქვენგანს ხომ არ სურს ომი, მაგრამ ევროპულმა დედაქალაქებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი შემდგარიყო, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბელარუსს რუსეთის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ თავად მთელი ევროპა ებრძვის რუსეთს უკრაინაში.

ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რუსეთს მხარი არ დაუჭიროს.

„ახლა უკვე აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, ჩვენ კი გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთს მხარს ვუჭერთ. გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით. და რაც არ უნდა გააკეთოთ, რა ისრებიც არ უნდა ისროლოთ ჩვენი მიმართულებით, არ გამოგივათ ჩვენი გახლეჩა და დაშორება“ , - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საჭირო არ არის არანაირი გაეროს რეზოლუცია, იმის გასაგებად, რომ დაახლოებით 50 ქვეყანა გაერთიანდა დასავლეთში ერთი რუსეთის წინააღმდეგ.

„არ არის საჭირო ისრების ჩვენზე გადმოტანა. ჩვენ აგრესორები არ ვართ. მაგრამ ვრჩებით რა მოძმე რუსეთის მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ჩვენ მას ყველანაირად მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა