გიორგი ვაშაძე  - აშშ-ში „ქართულ ოცნებას“ მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს, ნულოვანი ნდობაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართულ ოცნებას“ „მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს”.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსთვის დახმარების ახალი დოკუმენტები გამოჩნდება, რომელიც განსაზღვრული იქნება ხელისუფლების მხრიდან შესასრულებელი პირობებიდან გამომდინარე.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აღნიშნავს, 19 აპრილის შეთანხმების პუნქტები აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს.

''„ქართულ ოცნებას" ამერიკაში მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს. მათთან მიმართებით ნულოვანი ნდობაა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით, უახლოესი თვეების განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ დოკუმენტებს ნახავთ, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა ის დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ყველამ იცის, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მათთვის ამ შეთანხმების საკითხები არის შესასრულებელი და ამ ვალდებულებას „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და ეს საქმე „ჩაიფარცხებოდა“, თუმცა ასე ვერ მოხდება - ეს საკითხი ასე ვერ „ჩაიფარცხება“. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად, ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნება" და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია. ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ახლა ყველაფერი უკვე ჩვენზე, ქართველ ხალხზე არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ ნაცვლად გასაკეთებელს ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე  - აშშ-ში „ქართულ ოცნებას“ მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს, ნულოვანი ნდობაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართულ ოცნებას“ „მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს”.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსთვის დახმარების ახალი დოკუმენტები გამოჩნდება, რომელიც განსაზღვრული იქნება ხელისუფლების მხრიდან შესასრულებელი პირობებიდან გამომდინარე.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აღნიშნავს, 19 აპრილის შეთანხმების პუნქტები აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს.

''„ქართულ ოცნებას" ამერიკაში მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს. მათთან მიმართებით ნულოვანი ნდობაა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით, უახლოესი თვეების განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ დოკუმენტებს ნახავთ, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა ის დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ყველამ იცის, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მათთვის ამ შეთანხმების საკითხები არის შესასრულებელი და ამ ვალდებულებას „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და ეს საქმე „ჩაიფარცხებოდა“, თუმცა ასე ვერ მოხდება - ეს საკითხი ასე ვერ „ჩაიფარცხება“. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად, ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნება" და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია. ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ახლა ყველაფერი უკვე ჩვენზე, ქართველ ხალხზე არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ ნაცვლად გასაკეთებელს ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია