CNN - ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნებს მოსთხოვა, შეწყდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვა, რომლებიც უკრაინას ეხება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ უნდა შეწყდეს ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც უკავშირდება უკრაინასთან ამერიკის სადაზვერვო მონაცემების გაცვლის საკითხს. ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ცნობით, გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა უარყო პირდაპირი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის „რუსი გენერლების მკვლელობის განზრახვის შესახებ“, ბაიდენი ცალკე ესაუბრა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს უილიამ ბერნსს და ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავრილ ჰაინსს.

წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ იმ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელსაც აშშ უზიარებდა უკრაინას, უნდა შეწყდეს.

ბაიდენის გზავნილი ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებისთვის პირველად NBC News-მა გაავრცელა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა